GUNS N’ROSES-ის ბილეთების გაყიდვა 20 იანვარს დაიწყება

GUNS N'ROSES

GUNS N’ROSES-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე 20 იანვარს 11:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ბილეთის ღირებულება 280-1000 ლარამდე იქნება. კერძოდ, starring – 280 ლარი, orbit – 450 ლარი, ხოლო vip – 1000 ლარი.

Starring Georgia-ს მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლოთ Pre Sale-ით ორი დღით ადრე. თუ უკვე ფლობთ Starring Card-ს, 18 იანვარს 11:00 საათზე, არ გამოტოვოთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი შესაძლებლობა და შეიძინეთ ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება მოქმედებს ყველა კატეგორიის ბილეთზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, Starring Georgia-ს მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი დამტკიცდა. შესაბამისად, აღნიშნული ფასები მთავრობის მიერ არის სუბსიდირებული. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები