„აკაკი ხორავას მარანი“ – ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი და იმერული სუფრა 

AKAKI KHORAVAS MARANI

„აკაკი ხორავას მარანი“ ბაღდათის რაიონის სოფელ როკითში 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ოჯახის უფროსი გოჩა ხორავა, რამდენიმე დასახელების ღვინოს აწარმოებეს. ხორავები სტუმრებსაც მასპინძლობენ – მარანის ინტერიერში და ექსტერიერში, კერძოდ ეზოში. მცირე საოჯახო მარანში ქართულ სტუმარ-მასპინძლობისთვის დამახასიათებელი სუფრა და შესაბამისი გარემოა. 

გოჩა ხორავა:

– მცირე ზომის საოჯახო მარანი ჩემი სამი შვილიდან ერთ-ერთის სახელს ატარებს. ეს ადგილი ჩემი სახლის სარდაფში მდებარეოს, მიწის ქვეშ, სადაც ზაფხულის პაპანაქების დროსაც ბუნებრივი სიგრილეა, ხოლო ზამთარში ბუხარი გიზგიზებს. 

სრული ფართობი დაახლოებით 120 კვ.-ია. აქედან დაახლოებით 40 კვ. უშუალოდ საცავია, სადაც ღვინის ავზებია განლაგებული. ალკოჰოლური სასმელის საცავი დაცულია სინათლის ზემოქმედებისაგან და შექმნილია ღვინის შენახვისთვის შესაბამისი ტემპერატურა – 15-17 გრადუსი. ივლისს-აგვისტოსა და სექტემრის პირველ ნახევარში, როცა ცხელი ამინდებია, ამ დროისთვისაც მომზადებული ვარ, აგურისგან ნაგებ სქელ კედლებში, ტემპერატურას კონდიციონერით ვარეგულირებ.

2018 წელს ერთ-ერთ მეღვინესთან დავაგემოვნე ცოლიკოურისა და ოცხანური საფერეს კუპაჟი. მოგეხსენებათ, ოცხანური საფერე საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური, წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც მომავალში კიდევ იტყვის თავის სიტყვას. ის საკმაოდ მუქი ტონით და შემფერავი ნივთიერების ჭარბი რაოდენობით გამოუირჩევა. თეთრ ღვინოში ოცხანური საფერეს სულ რაღაც 5-10%-ის დამატებით, შესაძლებელია წითელი ღვინის მიღება. ამ თემით ისე დავინტერესდი, იმავე წელს ცოლიკოურისა და ოცხანური საფერეს კუპაჟი დავაყენე და ძალიან კარგი შედეგი მივიღე. 

ცოლიკოურსა და ალადასტურს მანამდეც ვაწარმოებდი, და საკმაოდ წარმატებით, მაგრამ ახალი პროდუქტი ტურისტებს რომ გავასინჯე, ისეთი მოწონება დაიმსახურა, შემომთავაზეს ბოთლში ჩამომესხა. მას შემდეგ თანდათან ამ მიმართილების განვითარება დავიწყე. დღეს ჩვენთან მოსულ ტურისტებს, მათი გემოვნების მიხედვით შემიძლია ათამდე ღვინო შევთავაზო, როგორც თეთრი, ისე წითელი. 

წელს დავიწყე რამდენიმე სხვა კუპაჟის დამზადება. მაგალითად: ციცქა-ცოლიკოური, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი სასმელია საქართველოში და ასევე გავაკეთე ცოლიკოურის და კრახუნას კუპაჟი. ჩვენ დავრგეთ ისეთი უნიკალური ჯიშები, როგორიცაა: ადანასური, კუნძა, თეთრი კაპისტონი, რომლებიც სულ ახლო მომავალში მოსავალს მოგცემს და ჩვენი ასორტიმენტი კიდევ უფრო გაიზრდება.

საერთოდ, ყურძენი ძირითადად ჩემს ვენახებში მომყავს, მაგრამ ზოგიერთ ჯიშებს ვიძენ. წელს ვენახს არ „გასჭირვებია“. თან, რთველი თითქმის ყველგან ადრეულად დაიწყო. ძალიან კარგი მოსავალია და ამას ყველა აღნიშნავს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, სამი შვილი მყავს: აკაკი, თამარი და ელენე. ჩემი მეუღლე კარგი მზარეულია და სტუმრებს შესანიშნავად უმასპინძლდება. ჩვენ ყველანი ჩართული ვართ ერთ საქმეში და ტურისტებს სასმელის დეგუსტაციასთან ერთად, სადილითაც ვუმასპინძლდებით. თუ ამ ყველაფერს ფოლკლორი და ხალხური სიმღერა ემატება, მაშინ ტურისტებზე ეს კიდევ უფრო მეტ ეფექტს ახდენს.

ეზოც კომპფორტულად გვაქვს მოწყობილი, სველი წერტილი იქნება ეს, თუ გასართობი სივრცე, სტუმრების ინტერესებზეა მორგებული. 

ჩვენი ტერიტორია გამოიყენება სხვადასხვა ივენთებისთვის. ვთანამშრომლობთ გიდებთანაც, რომლებსაც ტურისტები ჩვენთან მარანში მოჰყავთ, რთველს ასწრებენ, ან დაბადების დღეების აღსანიშნავად მოგვმართავენ. ჩვენთან მოსულ სტუმარს, ხშირად გამოუთქვამს ღამის გათევის სურვილიც და სამომავლო გეგმებში შედის, ეზოს ტერიტორიაზე კოტეჯის ჩადგმაც, სადაც მსურველების განთავსება იქნება შესაძლებელი. 

სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები, თუ ცალკეული ვიზიტორები, ჩვენი საოჯახო მარანიდან იმერული სტუმართ-მასპინძლობით მოხიბლული, ძალიან კმაყოფილი მიდიან და ეს ფაქტი ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები