ავიაკომპანია „იზიჯეტი“ საქართველოდან ფრენებს იწყებს

EasyJet

ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ (EasyJet) საქართველოდან ფრენებს იწყებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ ვიდეორგოლი მოამზადა, რომელშიც მგზავრებს თბილისში გაფრენას სთავაზობს და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს აცნობს.

ფრენები 2025 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ამ ეტაპზე ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქიდან ფრენებს ლონდონის, მილანისა და ჟენევის მიმართულებით შეასრულებს. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

პირველი ავიარეისი თბილისიდან ჟენევის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი აპრილიდან დაიწყება ფრენები ლონდონის ლუტონის აეროპორტისა და მილანის მალპენსას აეროპორტის მიმართულებით ასევე კვირაში ორი სიხშირით.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები