გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ჯეიმი ოლივერის კულინარიული თავგადასავალი გრძელდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
jaim oliver
jaim oliver

პოპულარული შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი ონლაინ პლატფორმებზე საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების შესახებ მორიგ ვიდეო რგოლს ავრცელებს.

ბრიტანელი შეფ-მზარეული Facebook-ზე, Iinstagram-სა და Tik Tok-ზე გავრცელებული ვიდეორგოლით საქართველოში კულინარიულ მოგზაურობას აღწერს. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ჯეიმი ოლივერი გავლენიანი პლატფორმებით საქართველოს პოპულარიზაციას უწევს. შეფ-მზარეული სოციალურ ქსელებში, პერიოდულად, ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ ვიდეოებს, სთორებსა და ფოტოებს ტვირთავს. 

„აქ იხილავთ  საქართველოში ჩემი მოგზაურობის შესახებ საოცარ კულინარიულ ეპიზოდებს.  როდესაც თქვენ გესაუბრებით კერძებისა და ღვინის შესახებ უნდა დამიჯეროთ, ეს მართლაც განსაკუთრებულია.  აქ წარმოდგენილია: ბაზრები, სუფრები, რესტორნები, მცხობლები. აქ ყველგან აღმოაჩენთ სავსე სიყვარულსა და სიხარულს, რაც გამოწვეულია გემრიელი კერძების მომზადებითა და დაგემოვნებით. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როგორ გამოვარჩიო ფავორიტი კერძი. ვფიქრობ კვლავ დავბრუნდე (საქართველოში) და კიდევ ერთხელ დავაგემოვნო კერძები. ახლა ერთი სული მაქვს ჩემს სამზარეულოს მივაშურო და ახალი კერძები მოვამზადო ამ ახალი არომატებისგან“,-წერს ჯეიმი ოლივერი სოციალურ ქსელში.

ჯეიმი ოლივერმა საქართველოში აპრილში იმოგზაურა. ბრიტანელი შეფ-მზარეული კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ჯეიმი ოლივერი ადგილობრივ შეფ-მზარეულობს შეხვდა  და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა.

ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით, საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს. 

ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს,  ხოლო YouTube-ზე  6 მილიონამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…