გადასვლა მთავარ შიგთავსზე
მცხეთა - მთიანეთიtravelnews.ge

NanoLand: ბაზალეთის ტბა ტურისტულად უფრო მიმზიდველია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
nanoland
nanoland

ბაზალეთის ტბასთან მდებარე, პირველი გლემპინგ კოტეჯის – NanoLand-ის დამფუძნებლის ნანიკო კელიხაშვილის განცხადებით, ტბის მიმდებარე ტერიტორია ტურისტულად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. 

როგორც ის “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, ამის მიზეზი ის არის, რომ ბაზალეთის ტბა დედაქალაქთან ახლოს არის. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში დაიგო საავტომობილო გზა და მოეწყო სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს და ყველაფერს აკეთებს აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგებისთვის.

ნანიკო კელიხაშვილის თქმით, გაზრდილი მოთხოვნისა და დაინტერესების გამო დაახლოებით, 1 წელში NanoLand-ს ახალი, უფრო დიდი კოტეჯი დაემატება.

“ეს არის ადგილი, თბილისთან ახლოს, ულამაზესი ხედებით და სუფთა ჰაერით. თავდაპირველად მხოლოდ გლემპინგი გვქონდა, თუმცა გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ კოტეჯის დამატება. ორივეს აქვს იზოლირებული ეზო და მომხმარებლებისთვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, გლემპინგის ეზოში არის აუზი და კოტეჯის ეზოში ძალიან მალე დაემატება 15 კაცზე გათვლილი ფანჩატური.

ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი დაახლოებით, 90% ქართველები არიან, ხოლო 10% –  უცხოელი. ძირითადად, ინდოეთიდან გვსტუმრობენ. სამომავლოდ დაახლოებით, 1 წელში ვაპირებთ, რომ დავამატოთ უფრო დიდი მოცულობის კოტეჯი. ჩვენი არსებული გლემპინგის ინვესტიცია 40 000 ლარამდე იყო, ხოლო კოტეჯის –  80 000 ლარამდე. შესაბამისად, ახალი კოტეჯის საინვესტიციო ღირებულება უფრო მაღალი იქნება, რადგან შედარებით დიდი ფართის კოტეჯის აშენებას ვგეგმავთ“, – აცხადებს ნანიკო კელიხაშვილი.

ცნობისთვის, NanoLand არის პირველი გლემპინგ კოტეჯი დუშეთში, რომელმაც ფუნქციონირება 2 წლის წინ დაიწყო. ამჟამად, სივრცე მოიცავს ერთ გლემპინგს და ერთ კოტეჯს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…