გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

ტრადიციულ ქვევრის ღვინოზე მოთხოვნა მაღალია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Brothers Khutsishvili Wine Cellar
Brothers Khutsishvili Wine Cellar

თელავში მდებარე ღვინის საწარმო “ძმები ხუციშვილების მარანი” ღვინის გლობალურ ბაზრებზე პოზიციების გამყარებას  ტრადიციული ქვევრის ღვინით ცდილობს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ხუციშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს,  საერთაშორისო ბაზრებზე ტრადიციული წარმოების ღვინოების მიმართ დიდი ინტერესია და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობა საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

მისი ინფორმაციით, სტანდარტულისგან განსხვავებით, ქვევრის ღვინის ფასი 2-3-ჯერ მეტია და წარმოების ზრდით შესაძლებელია მაღალი საფასო სეგმენტის შენარჩუნება.

რაც შეეხება “ძმები ხუციშვილების მარნის“ წარმოებას, მოიცავს 7-მდე დასახელების ღვინოს, როგორიცაა რქაწითელი, რქაწითელი მწვანე, ქისი, ქინძმარაული, კახური ხავერდოვანი და საფერავი.

ამ ეტაპზე დაახლოებით 20% გადის ექსპორტზე ევროკავშირსა და აშშ-ში, დანარჩენი –  ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად, ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში იყიდება. კომპანიის წლევანდელ გეგმაშია საექსპორტო არეალის გაფართოება. პოტენციურ ბაზრებად კი  განიხილება ბალტიისპირეთის ქვეყნები და იაპონია, სადაც ქვევრის ღვინოებზე მზარდი მოთხოვნაა.

მეღვინე ასევე აღნიშნავს, რომ მწარმოებლისთვის დიდი სტიმულია საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, რაც მეტი მოტივაციაა წარმოების ზრდისა და უცხოურ ბაზრებზე გასასვლელად. 

,,პრემიუმ ღვინის სეგმენტში, სადაც კი მოთხოვნაა, ყველგან შეგვიძლია ჩვენი ნიშა გვეჭიროს. არ არის მარტივი, თუმცა შანსი ნამდვილად დიდია, რაც უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი მთავარი გამოწვევა საექსპორტო არეალის გაფართოებაა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში გავდივართ, ამ ბაზრებზე მოცვა ჯერ კიდევ დაბალია.

გასულ წელს უამინდობის გამო წარმოებაში გარკვეული სირთულე იყო, რამაც ახალი პროექტების განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. აშშ-ს შემთხვევაში, პოსტპანდემიური პერიოდის გამოწვევებთან გვიწევდა გამკლავება და არც ეს იყო მარტივი. ექსპორტი ამ მიმართულებით ჯერ კიდევ პანდემიამდე დავიწყეთ, შემდეგ ისე მოხდა რომ ბარები და რესტორნები დაიკეტა, შეიცვალა სიტუაცია და ამან ძალიან დაგვაზარალა.

ახლა აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. მიგვაჩნია, რომ  პერსპექტიულია ყველა ბაზარი, სადაც ტრადიციულ  ქვევრის ღვინოზე მოთხოვნაა“, – აცხადებს გიორგი ხუციშვილი.

ცნობისთვის, „ძმები ხუციშვილების მარანში“ ღვინის დაყენების ოჯახური ტრადიცია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. ,,ძმები ხუციშვილების” ბრენდით, საოჯახო მარნის ღვინოს წარმოება  ძმებმა – გიორგი და გელა ხუციშვილებმა  2015 წელს დაიწყეს. საწარმო თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კასისხევში მდებარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…