გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“საქართველო ცივილიზაციის თასი” – ფილმი Channel 4-ზე

ყველა სიახლეზე დაბრუნება
turizmi_w_h
turizmi_w_h

საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ  პოპულარულ გადაცემაში „TREASURES OF THE WORLD“ 46 წუთიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. გადაცემის წამყვანმა და  ცნობილმა ისტორიკოსმა ბეთანი ჰიუზმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იმოგზაურა.

საქართველოს Channel 4-ის გადამღები ჯგუფი დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ეწვია. კამპანიის ფარგლებში, ლონდონში “Royal Geographical Society”-ში, საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ დოკუმენტური ფილმის – “Treasures of Georgia” ჩვენებას უმასპინძლა, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. 

დოკუმენტურ ფილმში ვარძია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სვანეთი, თბილისი, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, არქეოლოგიური მასალები,  ქვეყნის კულტურულ საგანძური,  ციხე-კოშკები, ტაძრები და ქართული ანბანია ნაჩვენები.

ფილმში ბეთანი ჰიუზმა მაყურებელს გააცნო ლეგენდა ოქროს საწმისის შესახებ, სვანური კოშკები, სვანეთის ეკლესიებში დაცული შუასაუკუნეების ხატები, ვარძიაში მდებარე თამარის ფრესკა, ხერთვისის ციხე, ძველი თბილისის არქიტექტურა და დმანისში აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ნიმუშები.

ფილმში წარმოდგენილი იყო ქვევრი, ქართული ღვინის წარმოების 8 ათასწლოვანი ისტორია,  ქართული უნიკალური მუსიკა, პოლიფონიური სიმღერები და კულინარიული ტრადიციები.

ბეთანი ჰიუზის გადაცემაში „TREASURES OF THE WORLD“  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და კულტურა არის წარმოდგენილი.  გადაცემათა ციკლი 2021 წლიდან მზადდება და პოპულარულია როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე აშშ-ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…