EURO 2024-ზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

euro2024

უეფა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრები დამატებითი ბილეთების გაყიდვას იწყებს. ხუთშაბათს, თბილისის დროით 13:00 საათიდან 100 ათასზე მეტი ბილეთის რეალიზაცია უეფა-ს ოფიციალურ პლატფორმაზე დაიწყება. ხელმისაწვდომი ბილეთების რაოდენობა თამაშების მიხედვით განსხვავდება.

უეფა გამოიტანს იმ ბილეთებს, რომლებიც მარტსა და აპრილში ოფიციალური გაყიდვის პლატფორმის საშუალებით უკვე შეთავაზებული იყო.

ასევე, დასრულებულია სტადიონებზე განთავსების გეგმა, რის შედეგადაც, დამატებითი ადგილები შეიქმნა. გარდა ამისა, უეფა-ს ინფორმაციით, ხელმისაწვდომი იქნება დაბალი ხილვადობის ადგილებზე ფასდაკლებული ბილეთების რაოდენობა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გვამცნობს, რომ გაყიდვების პირველ ეტაპამდე სულ 2.7 მილიონი ბილეთი იყო ხელმისაწვდომი.

1tv.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები