ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ 15 მილიონ ლარად იყიდება, – ამის შესახებ ინფორმაცია eAuction.ge-ზეა განთავსებული.
ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია „ოქროს საწმისი“ და მისი თანმხლები მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო, ჯამური ფართი 52 929 კვ.მ.-ს შეადგენს. სასტუმროს შენობა წარმოადგენს რკინაბეტონის ცხრა სართულიან ნაგებობას. ჯამში სასტუმროს შენობაში 106 ნომერია.
“სასტუმროს კომპლექსი შედის: შიდა და გარე აუზი, ბარ-რესტორანი და იახტ კლუბი . სასტუმრო აღჭურვილია მოძრავი ქონებით, რომელიც წარმოდგენილია დანართში. ქონებაზე გავრცელებულია შეზღუდვები და უფლებები, რომლებიც მოიხსნება მყიდველისათის საკუთრებაში გადაცემის დროისათვის,”-აღნიშნულია eAuction.ge-ზე ატვირთულ ინფორმაციაში. ოქროს საწმისის“ აუქციონი 18 აპრილს გამოცხადდა და 22 აპრილს დასრულდება.
შეგახსენებთ, ანაკლიაში მდებარე სასტუმრო „ოქროს საწმისის“ განმკარგავია შპს “სანი”
bp.ge