“ჯორჯიან ეარვეისი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“ძვირფასო მგზავრებო! 13:00 საათიდან დაიწყება ავიაბილეთების გაყიდვა ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე. ბილეთის ფასი: 295 ევროდან.
პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით: თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს). პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.
ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.www.georgian-airways.com გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება. ერთად ვუგულშატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!,”-აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში