გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

70-ზე მეტი ავიაკომპანია 120 პირდაპირი მიმართულება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
mariam kvrivishvili
mariam kvrivishvili

“ნამდვილად შთამბეჭდავია ჩვენი ქვეყნის მიღწევები, განსაკუთრებით ტურიზმსა და ავიაციაში –  ისტორიული შედეგია, რომ 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120 პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, მოწინავეა ევროპის ქვეყნები”, – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სადაც  ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ავიაციის სექტორის თანმიმდევრულად განვითარებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა გასულ წელს წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებებს ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი,“ „იზიჯეტი“ და შვეიცარული „ედელვაისი.“ როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ჩვენ ქვეყანაში ჩამოსული ყველა რეისის საშუალო დატვირთულობის კოეფიციენტი 92-დან 98 პროცენტამდეა.

“ვხედავთ, რომ დივერსიფიცირებულად მიმდინარეობს ტურიზმის ზრდა და სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად მსყიდველუნარიან ტურისტულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარეობს ის შედეგები, რომელიც  მივიღეთ როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელსაც – 2024 წელს ტურიზმიდან 4.4 მილიარდი აშშ დოლარი გვქონდა, რაც  რეკორდული მაჩვენებელია,  ასევე აღსანიშნავია, რომ  საგრძნობლად გაზრდილია საშუალო დანახარჯი ერთ ტურისტულ ვიზიტზე, მათ შორის, გაზრდილია საშუალო ღამისთევების რაოდენობა”, – განაცხადა მინისტრმა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…