გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

5-6 ოქტომბერს თბილისობა 2024 გაიმართება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tbilisoba 2024
tbilisoba 2024

თბილისის მერიამ დედაქალაქში 5-6 ოქტომბერს თბილისობის ღონისძიებების განხორციელების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით, შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

შესაბამისი განაცხადი სააგენტოს ვებგვერდზე უკვე აიტვირთა, სადაც ნათქვამია, რომ ღონისძიებების ღირებულება წელს 3.5 მლნ ლარი იქნება. ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში ორბელიანის მოედანზე და მის მიმდებარედ, ასევე რიყის პარკში გაიმართება. აქტივობები კულტურულ, სპორტულ, საბავშვო და სხვადასხვა სანახაობრივ აქტივობას გააერთიანებს, რომელიც ყველა ასაკზე უნდა იყოს გათვლილი.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორატიული ჯიხურები და დახლები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, მრავალფეროვანი დეკორაციები/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, ღვინის ზონა, ფრანების ხეივანი. გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენები/პერფორმანსები, საუბრები ეზოებში.

ტრადიციული აქტივობების გარდა, წელს გაიმართება: „ტკბილეულის ფესტივალი“, „გაუსინჯე თბილისს გემო“, „თბილისური მრავალფეროვნება“ და „თბილისური ბაზარი“.

ცნობისთვის, გასულ წელს „თბილისობის“ ღონისძიებებზე 3.1 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. 

imedinews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…