გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

29%-ით გაზრდილი მგზავრთნაკადი თბილისის აეროპორტში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Tbilis airport
Tbilis airport

მგზავრების რაოდენობის ზრდის ფონზე, ტავ ჯორჯია აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამგზავრო ტერმინალის წინ 8645მ2 ტერიტორიაზე გზისა და ავტოსადგომის ხელოვნური საფარი განახლდა.

აღნიშნულ სამუშაოებში ტავ ჯორჯიამ 500 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის მიზანი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაა.

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა წლიურ ჭრილში 29%-ით გაიზარდა, ბათუმის აეროპორტში კი, რომელსაც ასევე ტავ ჯორჯია მართავს, ამ მხრივ ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა – მგზავრთნაკადი 53%-ით არის გაზრდილი.

გასული 20 წლის განმავლობაში, ტავ ჯორჯიამ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენებასა და განვითარებაში 225 000 000 ამერიკულ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო.

გარდა ამისა, ის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საავიაციო ბაზარზე. ამ დროისთვის ტავ ჯორჯიასა და მის შვილობილ კომპანიებში 1700-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…