გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

2026 წელს საქართველოში 3 ახალი ავიაკომპანია შემოდის

ყველა სიახლეზე დაბრუნება
akhali aviakompaniebi
akhali aviakompaniebi

2026 წლიდან საქართველოს ბაზარზე სამი ახალი ავიაკომპანია შემოდის. კერძოდ, მომდევნო წლის მარტიდან ივნისის პერიოდამდე ქვეყანაში ეტაპობრივად იწყებს ოპერირებას Etihad Airways-ი, Condor Airlines-ი და Norwegian-ი.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ ავიაკომპანიების მიმართულებებსა და ფრენის სიხშირეებს, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებას 2026 წლიდან აპირებენ:

საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია აბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1-ელი მარტიდან გეგმავს. ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით იგეგმება;

ავიაბაზარზე ბრუნდება გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს;

თბილისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. რეგულარულ რეისებს სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-ი დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქებს შორის 2026 წლის 27 ივნისიდან კვირაში ორჯერ შეასრულებს.

www.bpn.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…