2026-ის მეორე კვარტალში $1,101.8 მლნ შემოსავალი მივიღეთ

shemosavlebi turizmidan

2026 წლის II კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან  1,101.8  მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით ნაკლებია. ჯამურად პირველ ორ კვარტალში ქვეყანამ 1,931.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2026 წლის II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 17.7%-ით განისაზღვრა და 194.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ია.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან მიღებული შემოსავლები, წლიურად 10.3%, 49.8%, 5.6%-ით და, შესაბამისად, 59.5, 53.7, 39.9 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ისრაელიდან და ირანიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.0% და 65.1%-ით, შესაბამისად, 123.8 და 10.2 მლნ აშშ დოლარამდე.

საქართველოს შემოსავლები მოგზაურობიდან ქვეყნების ჭრილში 2026 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

ქვეყანასაერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი, მილიონი აშშ დოლარი
აზერბაიჯანი59.5
ბელარუსი23.4
თურქეთი134.9
ირანი10.2
ისრაელი123.8
რუსეთი182.8
საუდის არაბეთი11.5
სომხეთი39.9
უკრაინა53.7
ევროკავშირი194.9
დანარჩენი ქვეყნები
Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print