გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

2025 წელს თბილისის აეროპორტი 5 მლნ-იან ზღვარს გადაცდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tea-zaqaradze
tea-zaqaradze

2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მომავალი წლის მგზავრთნაკადის პროგნოზებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წელს 1 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურება.

„2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონი ავიაციაში განსაკუთრებულად გამორჩეული და წარმატებულია. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საკმაოდ მაღალი ზრდა გვაქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში 2023 წლის იანვარი-სექტემბერთან შედარებით 31%-იანი ზრდაა, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 42% -იანი ზრდა. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ COVID-19 პანდემიის შემდეგ ჩვენ უკვე დავიბრუნეთ და გავუსწარით კიდევაც 2019 წლის მაჩვენებლებს. ასეთი მაღალი ზრდა 2025 წლის განმავლობაში ალბათ, ვერ შენარჩუნდება” – ამბობს თეა ზაქარაძე.

თუმცა, მისივე თქმით, ბაზარზე ახალი კომპანიები შემოდიან, რაც დინამიკას მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს.

“2025 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას  British Airways და easyJet იწყებს, ასევე, გვაქვს ის სიახლე, რომ Transavia France იწყებს რეისებს პარიზიდან. აქტიური მოლაპარაკებები გაქვს ჩინურ ავიაკომპანიებთან, როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო რეისებთან დაკავშირებით. ვვარაუდობთ, რომ 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წელს დავასრულებთ დაახლოებით 4,6 მლნ მგზავრით, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გვაქვს რეკორდი, რადგანაც 900 000 მგზავრი გვეყოლება. ასევე, ველოდებით, რომ 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 1 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს“, – ამბობს თეა ზაქარაძე

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…