2025-ში ტურიზმში შემოსავლები 0.7%-ით გაიზარდა

traveller

2025 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

ირკვევა, რომ იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 536 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (უცვლელი წ/წ). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.7%-ით გაიზარდა და 536 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ჩვენი შეფასებით. ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს“, – განმარტავენ Galt & Taggart-ში.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები