გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

2024 წელს ტურიზმიდან 4.4 მილიარდი $ შემოსავალი მიიღო 

ყველა სიახლეზე დაბრუნება
wellness tourism
wellness tourism

TBC Capital-მა ტურიზმის სექტორის მიმოხილვა განაახლა.  აღმოჩნდა რომ 2024 წელს, საერთაშორისო ვიზიტები 4.6%-ით გაიზარდა და 6.46 მილიონი შეადგინა. ვიზიტორებში სამეზობლო ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ, ხოლო ხუთეულს ისრაელი კრავს. დამატებით, ვიზიტორების მაღალი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდან (+83%), ინდოეთიდან (+47%), ისრაელიდან (+43%), უზბეკეთიდან (+23%) და საუდის არაბეთიდან (+21%).

TBC Capital-ის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტებმა 1.2 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 1.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტები წლიურად გაზრდილია ისრაელიდან (+73%), ჩინეთიდან (+40%) და ინდოეთიდან (+28%).

მიმოხილვის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 2024 წელს 4.4 მილიარდი აშშ. დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 7.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთის წილი ჯამურ შემოსავლებში 19%-ია, თურქეთის – 14%, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთის წილი 13%-ია, ხოლო ისრაელის წვლილი ჯამურ შემოსავლებში 10%-ია. ამ ქვეყნების ჯამური წილი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ნახევარზე მეტია.

2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 826 მილიონი აშშ. დოლარი მიიღო. რუსეთის წილი 15%, ისრაელის 14%, ხოლო თურქეთის წილი ჯამურ შემოსავლებში 13%-ია.

ვიზიტორების დანახარჯების მხრივ, 2025 წლის პირველ კვარტალში, დანახარჯების 26% შოპინგზე მოდის, ხოლო განთავსების საშუალებებზე და საკვებზე & სასმელზე დანახარჯების თანაბარი წილი, თითოეულ კატეგორიაზე 24%-ს შეადგენს. ამ სამ ძირითად კატეგორიაზე ვიზიტორების დანახარჯების 74% მოდის.

2025 წლის პირველ კვარტალში, განთავსების საშუალებებში გათეული ღამეების მიხედვით სასტუმროები 37%-ს იკავებს, ხოლო 25% ნაქირავებ სახლზე ან ოთახზე მოდის. ვიზიტორები გათეული ღამეების 24%-ს მეგობართან ან ნათესავთან, ხოლო 11%-ს საკუთარ სახლში ატარებენ.

2024 წლისთვის, მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში საშუალო დატვირთულობა 56%-ს შეადგენდა, რაც მცირედით, 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებზე. რაც შეეხება 2025 წლის პირველ კვარტალს, ამ შემთხვევაში საშუალო დატვირთულობა 45%-ს შეადგენს, რაც 2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2024 წლის შესაბამის პერიოდზე.

მაღალბიუჯეტური სასტუმრო ნომრის საშუალო ფასი 2024 წელს წლიურად 3%-ით გაიზარდა და გადასახადების გარეშე 130 აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-იან კლებას აჩვენებს და 118 აშშ დოლარს უტოლდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…