გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

2024 წელი კოვიდ პანდემიის შემდეგ რეკორდული წელი იყო

ყველა სიახლეზე დაბრუნება
shota burjanadze
shota burjanadze

2024 წელი ნამდვილად დადებითად შეიძლება შეფასდეს. რეკორდული იყო ის მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენ როგორც ტურისტის რაოდენობის, ისე შემოსავლების თვალსაზრისით გვქონდა, – ამის შესახებ “რესტორატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე შეფასებით, 2024 წელი პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლებს თითქმის გაუთანაბრდა.

“რეკორდული წელი იყო ყველა მაჩვენებლით, თუმცა სამასპინძლო სექტორში სესხებთან დაკავშირებული პრობლემები, ვადაგადაცილება დაკავშირებულია ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში გარკვეულ ჩავარდნასთან, რაც ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. სამწუხაროდ, ჩვენთან ბიზნესი გრძელვადიან პერიოდზე გათვლას არ აკეთებს და არ აქვს შენახული მარაგი. როდესაც საზოგადოება დაძაბულ ვითარებაშია, სარესტორნო სფერო მომხმარებლისთვის მიმზიდველი აღარ არის. დღეს ძალიან რთული რეალობა გვაქვს. როდესაც ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება ნებისმიერ წარმატებულ თუ წარუმატებელ ვითარებაზე ის არის პასუხისმგებელი, რადგან ყველაზე მეტი ბერკეტი გააჩნია. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მე დეესკალაციის პროცესს ხელისუფლებისგან ველოდები. 

ქვეყანაში ყველა ტურისტი მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსი ტურისტი იქნება ეს თუ დასავლელი,  განსხვავება ძალიან დიდია. ჩვენი სფერო გაიზარდა იმ მოთხოვნილებებით, რაც დასავლეთიდან ჩამოსულ ტურისტს ჰქონდა. შესაბამისად, მეტი ინვესტიცია და მეტი ქმედება დასავლეთისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან ეს ტურისტი უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე სხვა. ჩვენ ზამთრის სეზონზე ველოდებოდით ტურისტებს დასავლეთიდან, ისრაელიდან და ეს ტურისტი თუ არ ჩამოვიდა, სეზონი ძალიან რთულად წარიმართება. პარტნიორ ქვეყნად გვთვლიდნენ და თუ ეს რადიკალურად შეიცვალა და ამაზე არ იმუშავა ხელისუფლებამ, მაშინ დავსხდებით და ვისაუბრებთ მხოლოდ იმაზე, თუ რა კარგი იყო 2024 წელი. მე მაინტერესებს პასუხი ამ მდგომარეობაში როგორ მოქმედებს სახელმწიფო”, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…