გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

2023 ში საქართველოს სასტუმროები 5 მლნ სტუმარს მოემსახურა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Georgia Palace Hotel & SPA Kobuleti
Georgia Palace Hotel & SPA Kobuleti

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 435 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 488 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 12.4 პროცენტით მეტია 2022 წელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას “საქსტატი” ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2023 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 60.0 პროცენტს. 

სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.3 პროცენტი – სახელმწიფო საკუთრებაში. 2023 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 729.5 ათას კვადრატულ მეტრს (2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით მეტს) შეადგენდა, საიდანაც უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 557.3 ათასი კვადრატული მეტრი იყო (2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით მეტი).

2023 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 107.7 ათასი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2023 წელს წინა წელთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა და 50.1 ათასი შეადგინა.

2023 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.0 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 1.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60.2 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 355.0 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 11.8 პროცენტი), რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.0 პროცენტით ნაკლებია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული სტუმრები უცხოელი სტუმრების 7.2 პროცენტს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 29.2 პროცენტი) და პოლონეთის (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 26.6
პროცენტი) მოქალაქეები იყვნენ.

2023 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (86.3 პროცენტი). 

სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 12.7 და 11.7 პროცენტი). 2023 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული
იყო 26 495 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54.3 პროცენტს) ქალები წარმოადგენდნენ.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…