გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

10 წელში დაცული ტერიტორიების ფართობი 75%-ით გაიზარდა 

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tushetis-daculi-ladchafti
tushetis-daculi-ladchafti

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდთან ერთად, ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებს შეხვდა. 

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, საერთო ფართობი 11 461 ჰა-ს შეადგენს და მას 17 რეინჯერი იცავს. 

გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა რეინჯერებს მადლობა გადაუხადა დაცული ტერიტორიების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების შექმნის და მართვის თანამედროვე სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცული ტერიტორიების შექმნა-განვითარების პარალელურად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ რეინჯერებს შესაბამისი აღჭურვილობა, სამუშაო პირობები და დაცვის გარანტიები ჰქონდეთ. 

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 25 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 927 748 ჰექტრამდე ტერიტორიაა. მათი საქმიანობა გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს და, კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტორთა დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების უფროსი რეინჯერი გიორგი აბრამიშვილი, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირისა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის „საერთაშორისო რეინჯერთა” კონკურსის ფარგლებში, მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერს შორის დასახელდა და 2021 წელს მსოფლიო რეინჯერის ტიტული მიენიჭა.

დაცული ტერიტორიების შექმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში 30-ზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა, და ფართობი დაახლოებით 75%-ით გაიზარდა. დღეისათვის, საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა. მიმდინარე წელს მუშაობა დაიწყო კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხზე.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…