ზურულდის თასი 2025 – სათხილამურო სეზონი გრძელდება

zuruldis tasi

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით სვანეთში, კურორტ ჰაწვალზე სათხილამურო ტურნირი „ზურულდის თასი 2025“ გაიმართა.

ტურნირში მოყვარული მოთხილამურეები მონაწილეობდნენ, გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ.

ტურნირის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ, ჰაწვალზე სხვადასხვა ტიპის აქტივობები გამართა. მოეწყო კვების სივრცე და ფოტო ზონა.

ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე დიჯეიმ იზრუნა.

ღონისძიების მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაცია, რეგიონის სეზონურობის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები