“ზაფხულის სეზონზე მოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს”

giorgi dolidze HSC Group Hospitality

HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის ინფორმაციით წელს სასტუმროს ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.


„ამ ეტაპისთვის ვიმყოფებით გარდამავალი სეზონის ეტაპზე, რაც გულისხმობს დაბლიდან მაღალი სეზონისკენ ეტაპობრივ გადასვლას.

იანვარ-თებერვალი საშუალოდ გვქონდა 45% დატვირთულობა, ხოლო მარტში ველოდებით 55% მდე თვის დახურვას.

რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, მოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს, რის საფუძველსაც გვაძლევს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების მოცულობა და რეზერვაციებზე მოთხოვნების შემოსვლა. ვფიქრობთ, 2025 წლის ზაფხული საშუალოდ 80% ით, ხოლო მთლიანად წელი საშუალოდ 72% ით იქნება დატვირთული“-აცხადებს გიორგი დოლიძე.


HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის თქმით, სასტუმრომ 2025 წელს 2024 წელთან შედარებით ფასები გაზარდა.


„ფასებთან დაკავშირებით, წელს წინა წელთან შედარებით ზოგად ჭრილში საშუალოდ 10% ზრდა გვაქვს, ვცდილობთ მოთხოვნის ზრდისა ან კლებასთან მიმართებით დინამიკურად დავარეგულიროთ გამოცხადებული ფასები და მივყვეთ სეზონურ პრინციპებს. მთლიანობაში, 2024 წელთან შედარებით წელს საფასო მაჩვენებლისა და დატვირთულობის ზრდა 8-10% მდე გვაქვს დაგეგმილი“-განაცხადა გიორგი დოლიძემ.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები