Wizz Air მგზავრების რეკორდულ რაოდენობას აღნიშნავს

wizz air rekordi

Wizz Air-ი ევროპის ყველაზე ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, სიამაყით აღნიშნავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიღწეულ მნიშვნელოვან ეტაპს. ავიაკომპანია 2012 წელს, ოპერირების დაწყებიდან, დღემდე 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ეს მიღწევა არა მხოლოდ ასახავს Wizz Air-ის მიერ ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მგზავრობის უზრუნველყოფას მოგზაურობის მსურველებისთვის, არამედ ხაზს უსვამს ქუთაისის აეროპორტის, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული სატრანსპორტო კერის გამორჩეულ ზრდასა და ცნობადობას.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან დღემდე 6 მილიონი მგზავრის მიღება ადასტურებს იმ ურყევ მხარდაჭერასა და ნდობას, რომელიც ავიაკომპანიას ქართველი და ევროპელი მოგზაურებისგან ერგო. საქართველოში ფრენების დაწყების დღიდან, Wizz Air-ი მუდმივად ისახავს მიზნად გადააჭარბოს მგზავრების მოლოდინებს მიმართულებების ფართო სპექტრის, შეუდარებელი სერვისებისა და ბიუჯეტური ტარიფების შეთავაზებით, რაც მოგზაურობას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის.

აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ი 2017 წლიდან ლიდერობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2024 წელსაც ბაზრის ლიდერია. დეკემბრიდან ავიაკომპანიამ დაამატა მეოთხე ბაზირებული ხომალდი ქუთაისში. ამჟამად, Wizz Air-ი ქუთაისიდან 15 ქვეყანაში, 24 მიმართულებით დაფრინავს. ოქტომბრიდან ავიაკომპანია განაახლებს კიდევ ერთ მარშრუტს ვროცლავის მიმართულებით.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები