Wizz Air მადრიდისა და ჰამბურგში ფრენებს აპრილიდან დაიყებს

wizz-summer

Wizz Air-ი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, 2025 წლის აპრილიდან აღადგენს ფრენებს ქუთაისიდან ორი საერთაშორისო მიმართულებით: მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია). ბილეთების საწყისი ფასი მხოლოდ 39.99 ევროა, შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში.

როგორც საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი, Wizz Air-ი აძლიერებს კავშირებს საქართველოსა და ევროპას შორის და ქართველ მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობებს სთავაზობს. ავიაკომპანია 2025 წლის აპრილიდან განახორციელებს ფრენებს ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს.

გარდა ამისა, Wizz Air-ი გაზრდის ფრენების სიხშირეს ქუთაისიდან პრაღის (ჩეხეთი), ლარნაკას (კვიპროსი), ასევე ათენისა და თესალონიკის (საბერძნეთი) პოპულარულ მიმართულებებზე.

ოლივია ჰარანგოზო, Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი:

„საქართველოდან ევროპული მიმართულებების აღდგენა ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას, შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს კომფორტული და ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობები რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში. 2025 წელს Wizz Air-ი 400 000 ადგილს ამატებს, რაც მიუთითებს 22%-იან ზრდაზე 2024 წლის ზაფხულთან შედარებით. ვამაყობთ, რომ ვუწყობთ ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურების დაკავშირებას.”

Wizz Air-ი 2025 წლის აპრილიდან ოთხი ბაზირებული ხომალდით განამტკიცებს აღდგენილ რეისებს და გააუმჯობესებს არსებულ კავშირებს ოთხი მოქმედი მიმართულებით. ამ მიმართულებების აღდგენით, Wizz Air-ის მიზანია, შესთავაზოს მგზავრებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი როგორც დასვენებისთვის, ისე ბიზნეს მოგზაურობისთვის.

აღდგენილი მიმართულებები:

მარშრუტისიხშირეფასებიStarts
ქუთაისი – მადრიდისამშაბათი, შაბათი69.99 ევროდან29 აპრილი, 2025
ქუთაისი – ჰამბურგისამშაბათი, შაბათი   39.99 ევროდან15 აპრილი, 2025

ფრენების განახლებული სიხშირე:

RouteWeekly Flights
ქუთაისი – ათენი4 → 5
ქუთაისი – ლარნაკა5 → 7
ქუთაისი – პრაღა2 → 3
ქუთაისი – თესალონიკი3 → 5

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები