ექსპორტ-იმპორტი
2023 წელს ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 84 მილიონ 643 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 8.4%-ით აღემატება.
საბერძნეთთან ვაჭრობა ძირითადად იმპორტდამოკიდებულია, თუმცა 2023 წელს საქართველომ საბერძნეთიდან 70 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 4.5%-ით ჩამორჩება.
იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $37.2 მლნ, 36 510 ტონა;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $9.5 მლნ, 278 ტონა;
- საღებავები და ლაქები ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე, წყლიან გარემოში გახსნილი – $2 მლნ, 1 008 ტონა;
- დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები – $1,3 მლნ, 60 ტონა;
- საღებავები და ლაქები სინთეზური პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული საფუძველზე – $998 ათასი, 175 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს 2022 წელთან შედარებით საქართველომ საბერძნეთისგან 213.9%-ით მეტი შემოსავალი მიიღო (14.5 მლნ დოლარი).
2023 წელს ექსპორტირებული საქონლის TOP-5 ასეთია:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $9.3 მლნ, 24 836 ტონა;
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – $1.2 მლნ, 1 214 ტონა;
- ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან – $904 ათასი, 439 ტონა;
- თხილი და სხვა კაკალი – $553 ათასი, 104 ტონა;
- კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი – $417 ათასი, 22 ტონა.
ფულადი გზავნილები
2023 წელს საქართველოში საბერძნეთიდან 243 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა და გამომგზავნი ქვეყნების რეიტინგში ის მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხულ თანხას, გასულ წელს ის მხოლოდ 18.2 მლნ ლარს შეადგენდა.
გასული 10 წლის სტატისტიკის მიხედვით, საბერძნეთიდან ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი 2023 წელს (243 მლნ დოლარი) და 2021 წელს გამოიგზავნა (240 მლნ დოლარი), ყველაზე ნაკლები კი 2015 წელს – 117.5 მლნ დოლარი. საქართველოდან გაგზავნილი თანხების მოცულობა კი წლების განმავლობაში 10-დან 18 მლნ დოლარამდე მერყეობს.
ტურიზმი
2023 წელს საბერძნეთიდან საქართველოში ჯამურად 22 716 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 52.6%-ით, ხოლო პანდემიამდელი 2019 წლის მაჩვენებელს 7.4%-ით აღემატება.