თურქეთის ტურიზმიდან შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,4 პროცენტით გაიზარდა – 8 მილიარდ 784 მილიონ 800 ათას დოლარამდე. ამას მოწმობს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK) მონაცემები.
TÜİK-ის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლის 21% საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე მოდის.
ტურისტების პირად საჭიროებებზე დანახარჯებმა 7 მილიარდ 775 მილიონ 627 ათასი დოლარი შეადგინა, ტურის პაკეტებზე კი – 1 მილიარდ 9 მილიონ 174 ათასი დოლარი.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში თურქეთიდან წასული ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა – 9 მილიონ 10 ათას 90 ადამიანამდე. აქედან 21,6% ანუ 1 942 094 ადამიანი საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეა.
წლის პირველ კვარტალში ღამის გატარება საშუალოდ $93 იყო. ამასთან, საზღვარგარეთ მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები საშუალოდ 64 დოლარს ხარჯავდნენ.
ტურიზმის შემოსავლებში საკვებსა და სასმელებზე დანახარჯების წილმა განსახილველ პერიოდში 22,6% შეადგინა, საერთაშორისო ტრანსპორტზე – 16,7%, ტურისტულ პაკეტებზე – 11,5%. ამრიგად, საკვებისა და სასმელების ხარჯები გაიზარდა 2,8%-ით, საერთაშორისო ტრანსპორტზე 11,8%-ით, ტურისტულ პაკეტებზე კი 19,4%-ით.
ამ პერიოდის განმავლობაში, უცხოელი ვიზიტორების 46% თურქეთს ეწვია ძირითადად „მოგზაურობის, გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის“, 31.3% „ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად“ და 9.6% „შოპინგისთვის“.
ამასთან, ტურისტული ხარჯები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,%-ით გაიზარდა – 1 მილიარდ 779 მილიონ 649 ათას დოლარამდე. აქედან 1 მილიარდ 444 მილიონ 620 ათასი დოლარი პირადი ხარჯებისთვისაა, ხოლო 335 მილიონ 30 ათასი დოლარი ტურის პაკეტებზე.
commersant.ge