2025 წლის 20-21 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” საქართველოს ტურიზმის სამიტი „ტურისტერი 2025“ გაიმართება, რომელიც უკვე მეხუთედ აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო პროფესიონალებს ტურიზმის სფეროდან.
ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ტურიზმის წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას. პროგრამა მოიცავს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, როლს ტურისტული გამოცდილების მართვაში, მონაცემთა ანალიტიკაში, თანამედროვე მარკეტინგულ ტენდენციებსა და კრიზისების მართვაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ მიმართულებებსაც, როგორებიცაა საზღვაო ტურიზმი, MICE ინდუსტრია, კულტურული მემკვიდრეობის ბაზაზე შექმნილი სერვისები და რეგიონული თანამშრომლობა.
სამიტში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერი, მათ შორის ისეთი ბრენდებიდან, როგორებიცაა Wyndham Hotels, The Data Appeal Company, Hilton by Hampton და სხვები. სტუმრებს ელით როგორც პანელური დისკუსიები, ისე ვორქშოპები და ბიზნეს გამოფენა, სადაც ახალი სტარტაპები საკუთარ ინოვაციურ ხედვებს წარადგენენ.
“ტურისტერი 2025-ის” ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ნეთვორქინგის გაფართოებული შესაძლებლობები. მონაწილეებს ღონისძიებამდე ექნებათ წვდომა ონლაინ პლატფორმაზე, სადაც შეეძლებათ სპიკერებისა და დამსწრეების პროფილებთან გაცნობა და წინასწარ შეხვედრების ჩანიშვნა. სწორედ ამ მიზნისთვის ბათუმის “ჰილტონში” სპეციალური ნეთვორქინგ ლაუნჯი მოეწყობა.
ორგანიზატორების განცხადებით, “ტურისტერი” მხოლოდ სამიტი არ არის – ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ტექნოლოგიებს, ინოვაციებს და ადამიანებს. სწორედ ამიტომ, წლევანდელი მთავარი თემა “კავშირია” – კავშირი ადამიანებსა და კომპანიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს შორის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
სამიტის ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგის სააგენტო შინდი.
გენერალური სპონსორები: ბეტა ჰოლდინგი, Reconomy, Helvetas,Sweden Sverige, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო SDC. სპონსორები: Exely, Julius Meinl, კერკი, სასტუმრო “კოლიზეუმ მარინა”, ibis Styles Batumi, იმედიL, Liebherr, Miele. მხარდამჭერები: e-Consul, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია. მედია მხარდამჭერები: Entrepreneur.ge, Bm.ge, Travel News.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია სამიტის ოფიციალურ ვებგვერდზე tourister.ge


