წელს ტურიზმიდან შემოსავლები $5 მლრდ-ს მიაღწევს

shemosavlebi turizmidan

Galt & Taggart-მა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მათი შეფასებით, 2026 წელს ტურიზმისდან მიღებული შემოსავლბი 5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

მათივე ცნობით, იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა. 

“ჩვენი შეფასებით, 2026 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა”, – აღნიშნულია მიმოხილვაში.

ცნობისთვის, Galt & Taggart არის წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში და ლონდონის ბირჟაზე განთავსებული Lion Finance Group PLC-ის შვილობილი კომპანია. Galt & Taggart-ის საქმიანობა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული საქმიანობა
  • ფინანსური კონსულტაციები
  • საბროკერო მომსახურება
  • კვლევები
Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print