“Trump Tower Tbilisi მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად”

Trump Tower Tbilisi

Trump organization-ის  აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის ფოტოს ავრცელებს.

„ძალიან მიხარია, რომ გიზიარებთ Trump Tower Tbilisi-ს  ოფიციალურ ვიზუალურ პროექტს.

თბილისის გულში, ეს კოშკი მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა.

ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და აღფრთოვანებულები ვართ, რომ მას რეალობად ვაქცევთ!“ – წერს ერიკ ტრამპი. 

შეგახსენებთ, Trump organization-მა ახალი პროექტის, Trump Tower Tbilisi-ს შესახებ ოფიციალურ განცხადება რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა.

როგორც ცნობილი გახდა, მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.

პროექტის ფარგლებში ქართული კომპანიები Archi Group-ი, Biograpi Living-ი და Blox Group-ი იქნებიან ჩართულები.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print