თებერვალში სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი „თბილისი 2026″ გაიმართება

tbilisis sainvesticio forumi

18 თებერვალს სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისი 2026 (HIF – Hospitality Investment Forum) სასტუმრო Sheraton Tbilisi-ში გაიმართება. HIF წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან სასტუმრო ბრენდებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დეველოპერებს, ინვესტორებს, ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს, ფინანსურ და საჯარო ინსტიტუციურ პარტნიორებს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ და საქართველოში ჩამოვლენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების წარმომადგენლები და სპიკერები, როგორებიც არიან Ritz-Carlton, Anantara, Waldorf Astoria და Fairmont. აღნიშნული ბრენდების ლიდერები აქტიურად ჩაერთვებიან პანელურ დისკუსიებში და მონაწილეებს გაუზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას, გლობალურ ბაზრის ტენდენციებსა და წარმატებული პროექტების პრაქტიკას.

ასევე, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო ქსელების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის Radisson Hotel Group, IHG Hotels&Resorts, Wyndham Hotels & Resorts, Hyatt, Marriott International, Minor Hotels, Aimbridge Hospitality, Hilton, BWH Hotels და Kempinski. ისინი პანელური დისკუსიების ფარგლებში ისაუბრებენ მრავალწლიან პრაქტიკაზე, საერთაშორისო ტრენდებსა და მოთხოვნებზე, ბაზრის მიმდინარე ტენდენციებსა და წარმატებული პროექტების რეალურ მაგალითებზე.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესლიდერები და მაღალი რანგის წარმომადგენლები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ისლანდიიდან, რუმინეთიდან, მოლდოვიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, ახალი ზელანდიიდან, ვიეტნამიდან, კატარიდან, აბუ დაბიდან, მალდივებიდან და ბალიდან.

ფორუმი ფუნქციონირებს 6 ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, კვიპროსი და ალბანეთი. იგი ყოველ ჯერზე აერთიანებს 1000-ზე მეტ მონაწილეს და სთავაზობს მათ პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან, წამყვან გლობალურ ბრენდებთან, კერძო ინვესტორებთან და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებთან.

HIF მიზნად ისახავს სწრაფად მზარდი ბაზრების რეგიონალური ინტერესების გაერთიანებას. ფორუმი ქმნის სივრცეს, სადაც ხდება ახალი ბიზნესშესაძლებლობებისა და პროექტების პოზიციონირება, ყალიბდება მხარეთა შორის სტრატეგიული პარტნიორობები და  საინვესტიციო გადაწყვეტილებები. იგი აღიარებულია, როგორც გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმა საინვესტიციო დიალოგისა და გრძელვადიანი პარტნიორებისთვის.

ფორუმის პროგრამა მოიცავს ასევე სტრატეგიულ დისკუსიებს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, პანელურ განხილვებს, B2B ფორმატის შეხვედრებს, რომლებიც ორიენტირებულია რეალური პარტნიორების მოძიებასა და პრაქტიკულ შედეგებზე.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში, პირველად იქმნება პან-რეგიონული საინვესტიციო ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ინვესტორებს, დეველოპერებს და საერთაშორისო ოპერატორებს, ხელს უწყობს პირდაპირ თანამშრომლობას და ამცირებს დამკვიდრებულ ბიუროკრატიულ ბარიერებს.

Hospitality Investment Forum-ის დამფუძნებელია Stone Development, საერთაშორისო დეველოპერული კომპანია, რომელიც ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში.

აღნიშნული ფორუმი აძლიერებს საქართველოს, როგორც მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას. იგი საფუძველს უყრის დაინტერესებული მხარეების გრძელვადიან პარტნიორობას, ხელს უწყობს საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორის მდგრადობას და შემდგომ განვითარებას.

რეგისტრაციისა და დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფორუმის ვებგვერდს.

marketer.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print