თბილისში 37 ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა

sastumroebi tbilishi

Booking-ის მიხედვით, თბილისში 37 ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. 

თბილისის მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსება სეზონის მიხედვით განსხვავდება. ზამთრის და ზაფხულის პერიოდში, გაზაფხულთან და შემოდგომასთან შედარებით ფასები 10-15%-ით ძვირდება.

1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, ყველაზე ძვირი სასტუმროს ნომერი Stamba Hotel-ში ღირს, სადაც ღამისთევა აღნიშნულ პერიოდში 970 ლარი ღირს (ტარიფი მოცემულია ერთ ღამეზე ერთ სტუმარზე).

თბილისის მასშტაბით TOP-5 მაღალი დონის, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს შორის განთავსების ღირებულებით მეორე ადგილზე The Telegraph Hotel-ია, სადაც 1-ელ აგვისტოს სტუმარს ღამისთევა 767 ლარი დაუჯდება. 

TOP-5 სასტუმრო თბილისში, სადაც განთავსება ყველაზე ძვირია (2026 წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით):

  • Stamba Hotel – 970 ლარი,
  • The Telegraph Hotel – 767 ლარი,
  • Paragraph Freedom Square – 687 ლარი,
  • Swissôtel Tbilisi – 687 ლარი,
  • Radisson Blu Iveria Hotel – 673 ლარი.

თუმცა, 1-ელი თებერვლის მონაცემებით, განთავსება ყველაზე ძვირი The Telegraph Hotel- სა (734 ლარი) და Paragraph Freedom Square-ში (665 ლარი) ღირს.

commersant.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები