თბილისის აეროპორტმა IATA-ს აუდიტი წარმატებით გაიარა

Tbilisi International Airport

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს კვლავ წარმატებით გაიარა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) აუდიტი და მოიპოვა  სერთიფიკატი ISAGO, რომელიც ადასტურებს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოებასა და მაღალ ხარისხს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს IATA-სგან აღნიშნული აღიარება უკვე ჰქონდა, თუმცა რესერთიფიცირების აუდიტის წარმატებით გავლის  შემდეგ მისი ვადა გახანგრძლივდა.

ტავ ჯორჯია უკვე 20 წელია საქართველოში ოპერირებს, მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს და მისი პრიორიტეტი მგზავრებისთვის მომსახურების მაღალი ხარისხის შეთავაზებაა.

ISAGO-ს სერთიფიკატი მნიშვნელოვანია  სწორედ მაღალი  ხარისხისა და უსაფრთხოების დასადასტურებლად, რაც დადებითად ისახება აეროპორტის საერთაშორისო რეპუტაციაზე და  ამაღლებს ნდობას ავიაკომპანიების მხრიდან, რომლებიც უკვე ოპერირებენ ან დაინტერესებულნი არიან ქვეყნის მთავარ აეროპორტში ოპერირებით.

ახალი სერთიფიკატი IATA-სგან ტავ ჯორჯიას გუნდს 2025 წლის ოქტომბერში გადაეცემა და მისი ვადა 2 წლით განისაზღვრება.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები