თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თანამშრომლების ასაყვანად ღია კარის დღეს აცხადებს.
„გელოდებით 14 მაისს 11:00 საათიდან — მობრძანდით პირადად, წარადგინეთ თქვენი რეზიუმე, გაიარეთ გასაუბრება და შესთავაზეთ საკუთარი კანდიდატურა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს.
ამ ეტაპზე ვეძებთ:
– მგზავრთა მომსახურების აგენტებს
– ჩატვირთვის კონტროლისა და კომუნიკაციების აგენტებს
– მორიგე ოფიცრებს
– ტექნიკურ პერსონალს
– მძღოლს
– მტვირთავს
– თვითმფრინავის დამლაგებლებს
მისამართი: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
დრო: 14 მაისი | 11:00-დან
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით TAV Georgia-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში:
hrbus@tav.aero“, – აღნიშნულია TAV Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.