
როდის დაიწყებენ Edelweiss და easyJet საქართველოში ფრენებს
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, 2025 წლის 12 აპრილიდან, ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება, რომელსაც განახორციელებს Lufthansa-ს ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss Air. როგორც შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ფრენები შესრულდება რეგულარულად, კვირაში ორი სიხშირით. „ასევე აღსანიშნავია, რომ…








