სოფელი ორაგვე, უნიკალური ტურისტული პოტენციალით და ბუნებრივი სიმდიდრით გამოირჩეული სოფელი – ლანჩხუთში

sofeli oragve

ორაგვე მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელი უნიკალური ტურისტული პოტენციალით და ბუნებრივი სიმდიდრით გამოირჩევა.

მისი ისტორია მე-7 საუკუნიდან იწყება. არის უამრავი ეკოლოგიურად სუფთა,

საპიკნიკე და გასართობი სივრცე.

ბუნების მშვენებაა ეშკანის წყალუხვი ჩანჩქერი. ასევე არის ორი გამოქვაბული (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი). ბოლო წლებში აშენდა -“წმინდა თეკლას“ სახელობის დედათა სამონასტრო კომპლექსი.

sofeli oragve

მისი სილამაზე და საოცარი სიმშვიდე ქმნის დაუვიწყარ ჰარმონიას, საიდანაც საოცარი ხედი იშლება კოლხეთის დაბლობზე. ორაგვეში მოეწყო, ასევე ტურისტებისთვის  5 კმ-იანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც უკავშირდება სოფელ აცანას, სადაც იქ მისულ ვიზიტორს დახვდება საოცარი ბუნება და დასასვენებელი სივრცეები.

sofeli oragve
sofeli oragve
Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print