“შიდა ტურიზმზე ვმუშაობთ- “თეთრი სახლი ანაკლიაში”

tetri saxli

ანაკლიაში მდებარე სასტუმრო ‘’თეთრი სახლი ანაკლიაში“ აქტიური სეზონისთვის ემზადება. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი მარინე თოდუა “ბიზნესპარტნიორთან”  აცხადებს, ანაკლიის მთავარი პრობლემა დაბალი ცნობადობაა, რის გამოც კურორტს უცხოელი ტურისტების მოზიდვა უჭირს.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, თოდუას ინფორმაციით, ადგილობრივების მხრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მისი თქმით,  სეზონზე დაახლოებით 80-90%-იან დატვირთვას ელის.

ამ მხრივ დიდ შესაძლებლობას იძლევა მუსიკალური ფესტივალები, რაც ანაკლიაში ყოველწლიურად ტარდება. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში  ფესტივალების მასშტაბი შემცირებულია. ამ მხრივ გარკვეული ნეგატიური გავლენა უცხოელი ტურისტების სიმცირემაც მოახდინა.

მარინე ფიფია კურორტის განვითარების პოტენციალზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ანაკლიას შეუძლია სტუმრებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან უმასპინძლოს. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი პერსპექტივა აქვს ჩინურ ტურებს, რადგან  ქვეყნებს შორის  უვიზო რეჟიმის დაწესება ჩინეთიდან ტურისტების ნაკადს გაზრდის. მთავარია, სეგმენტამდე ანაკლიის შესახებ ინფორმაცია სწორად მივიდეს და ამ მიმართულებით მარკეტინგული ღონისძიებები გააქტიურდეს.

“ანაკლიას აქვს ტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობა, მაგრამ კურორტს ხალხი ნაკლებად იცნობს. უცხოელი ტურისტების დეფიციტი აშკარად იგრძნობა. ბოლო 2-3 წელია, ეს ეს ნეგატიური ტენდენცია გამოიკვეთა. შესაბამისად, აქცენტი შიდა ტურიზმზე კეთდება. ამ მხრივ ძალიან გვეხმარება ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ზაფხულობით ტარდება. წლევანდელი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოეწყო, გაკეთდა ატრაქციონი, ბულვარი და სანაპირო ზოლი მოწესრიგდა. ეს ყველაფერი ძალიან დაგვეხმარება, რომ ადგილობრივი დამსვენებლები მოვიზიდოთ. თუკი მარკეტინგული კამპანია გააქტიურდება, ჩინეთიდან მოთხოვნა გაჩნდება, ამისთვის ადგილობრივი ტურისტული კომპანიების როლიც მნიშვნელოვანია“, –  აცხადებს მარინე ფიფია.

მისი თქმით, ანაკლია წყნარი და მშვიდი დასვენების მსურველებისთვის ხელსაყრელი კურორტია, თუმცა ვისაც გართობა იზიდავს, სერვისის მიწოდების კუთხით რეალურად დიდი პრობლემაა. სხვა მხრივ, კურორტი კლიმატური პირობებით იდეალურია.

ცნობისთვის, საოჯახო სასტუმრო „თეთრი სახლი ანაკლიაში“ 2016 წელს გაიხსნა. ის 30 ნომერს და საოჯახო სამზარეულოს მოიცავს, რომლის გაფართოებაც HACCP-ის სტანდარტების შესაბამისად იგეგმება.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები