ცნობილმა ტურისტულმა გამოცემამ, „Lonely Planet-მა“, 2025 წლის შემოდგომის სეზონისთვის ევროპის საუკეთესო მიმართულებები დაასახელა. მათი თქმით, შემოდგომა იდეალური დროა ევროპაში სამოგზაუროდ, რადგან ტურისტების დიდი ნაკადის გარეშეა შესაძლებელი როგორც ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, ისე ულამაზესი ბუნებით ტკბობა. გარდა ამისა, ამ დროს განსაკუთრებით აქტუალური ხდება ადგილობრივი მოსავლისგან მომზადებული კერძები, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
გამოცემის მიხედვით, 2025 წლის შემოდგომის საუკეთესო ადგილების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- სევილია, ესპანეთი — იდეალურია ქალაქის ტურისთვის.
- ტენერიფე, კანარის კუნძულები, ესპანეთი — მზიანი დასვენებისთვის.
- დოდეკანესი, საბერძნეთი — მათთვის, ვისაც ზღვის სეზონის გაგრძელება სურს.
- ლატვია — ულამაზესი შემოდგომის ფერებით ტკბობისთვის.
- უმბრია, იტალია — სეზონური კერძების მოყვარულთათვის.
- მონტენეგრო (ჩერნოგორია) — ლაშქრობების მოყვარულთათვის.
- კოპენჰაგენი, დანია — საუკეთესო რესტორნების დასათვალიერებლად.
- შოტლანდიის მთიანეთი — ველური ბუნებითა და შემოდგომის პეიზაჟებით ტკბობისთვის.
- მალტა — კუნძულზე და ქალაქში დასვენების კომბინაციისთვის.
- ბურგუნდია, საფრანგეთი — ღვინისა და ველოსიპედით სეირნობის მოყვარულთათვის.
Lonely Planet-მა ასევე გამოაქვეყნა ევროპის ყველაზე ლამაზი ადგილების სია. ამ რეიტინგის სათავეში მოხვდა შვეიცარიის ეროვნული პარკი, რასაც მოსდევს იტალიის კუნძული სტრომბოლიდა ირლანდიის კერის რგოლი.