საუდის არაბეთი მსოფლიოში უდიდესი აეროპორტის მშენებლობას იწყებს

msoflioshi udidesi aeroporti

საუდის არაბეთმა მსოფლიოში უდიდესი საავიაციო ჰაბის, მეფე სალმანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა დაიწყო. მისი ზომა 14 ათასი საფეხბურთო მოედნის ფართობის ტოლია. ობიექტის გახსნა 2030 წელს იგეგმება.

მასშტაბური პროექტი ერ-რიადში, უკვე არსებული მეფე ხალიდის აეროპორტის სიახლოვეს ხორციელდება. 2022 წლის ნოემბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ობიექტის ფართობი 57 კვადრატული კილომეტრი იქნება, საიდანაც 12 კვადრატული კილომეტრი მაღაზიებს დაეთმობა, რაც აეროპორტს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ვაჭრობის გლობალურ ცენტრად აქცევს.

დღეს მოქმედ აეროპორტს ორი პარალელური ასაფრენი ბილიკი აქვს. გაფართოების შემდეგ მათი რაოდენობა ექვსამდე გაიზრდება. პროგნოზით, მგზავრთნაკადი მკვეთრად გაიზრდება და 2030 წლისთვის ყოველწლიურად 120 მილიონ ადამიანს მიაღწევს, ხოლო 2050 წლისთვის – 185 მილიონს.

საჰაერო გადაზიდვების რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება: დღეს არსებული 211 ათასიდან წელიწადში მილიონზე მეტს მიაღწევს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 30 მილიარდი დოლარია.

აეროპორტის დიზაინი ბრიტანულმა არქიტექტურულმა ბიურომ Foster + Partners-მა შეიმუშავა. შენობაში მრავალი ლანდშაფტური ზონისა და მგზავრებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ავტომატიზებული სისტემების შექმნა იგეგმება.

მეფე სალმანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი **Vision 2030** სახელმწიფო პროგრამის ცენტრალური ნაწილი გახდება. აღნიშნული პროგრამა არის სამეფოს მასშტაბური ინიციატივა, რომელიც ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები