“სასტუმროს დატვირთულობამ მოლოდინს გადააჭარბა”

Gudauri Lodge

ამ ეტაპზე, მოთხოვნის კლებას ვერ ვგრძნობთ. დატვირთულობამ დეკემბერში მოლოდინს გადააჭარბა, სასტუმროს 50%-ზე მეტი შევსებულია, – ამის შესახებ სასტუმრო Gudauri Lodge-ს დირექტორმა ანდრო ვლასოვმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სტუმრების სეგმენტაცია შეიცვალა, რაც გულისხმობს იმას, რომ Gudauri Lodge-ს დამსვენებლების 99% უცხოელია.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ ქართველი სტუმარი თითქმის არ გვყავს. დამსვენებლები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. კერძოდ, დომინირებს ისრაელი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის, რუსეთი. 

იანვრის თვეში თითქმის ყველა ნომერი დაჯავშნილია, თუმცა გარკვეულ რისკებს ვხედავთ. ამ ეტაპზე, არსებობს დაუდასტურებელი ჯავშნები, ისინი აკვირდებიან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და ჩვენც ვაძლევთ ამის  საშუალებას. წლის ბოლომდე დადასტურებული ჯავშნებიდან ძალიან ბევრი გაუქმდა და ეს ძირითადად, ქართველი დამსვენებლების მხრიდან იყო, თუმცა აღნიშნული სიცარიელე უცხოელმა სტუმრებმა შეავსეს. შესაბამისად, დატვირთულობაზე ჯავშნების გაუქმებას გავლენა არ მოუხდენია. უცხოელები აკვირდებიან, ხედავენ გარკვეულ არეულობას ქვეყანაში, გვწერენ და აზუსტებენ რა მდგომარეობაა ქვეყანაში და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ანდრო ვლასოვი.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები