სასტუმროებისა და აპარტჰოტელებისთვის თანადაფინანსების ახალი პროგრამა – როგორ მიიღოთ პროფესიონალური მხარდაჭერა?

HMG

კანადური თანადაფინანსების უნიკალური პროგრამა პირველად საქართველოში — კომპანია HORECA Management Group-ის ინიციატივით!

პროგრამა, რომელიც ხორციელდება კანადური ფინანსური ინსტიტუციის მხარდაჭერით, წარმოადგენს პირველ საერთაშორისო პარტნიორულ ინიციატივას საქართველოში, რომლის მიზანიც არის ადგილობრივი სასტუმროებისა და აპარტჰოტელების განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

პროგრამა უზრუნველყოფს პროექტის ოპტიმალურ გეგმარებას, ბიზნესისა და ფინანსური მოდელის ჩამოყალიბებას, რაც ინვესტორებს საშუალებას აძლევს თავიდან აირიდონ ზედმეტი ხარჯები და დროის დაკარგვა.

შედეგად, ისინი მიიღებენ გონივრულად დაგეგმილ, მომგებიან და მდგრად სასტუმრო პროექტს, რომელიც სრულად იქნება მორგებული სამომავლო წარმატებაზე. პ

როგრამის ფარგლებში საკონსულტაციო პროცესში ჩართულნი არიან როგორც ქართველი, ისე კანადელი ექსპერტები — რაც პროექტის ხარისხის დამატებითი გარანტიაა.

შერჩეულ ინვესტორებს საკონსულტაციო სერვისებზე 70%-იან თანადაფინანსებას ვთავაზობთ.

ვისთვის არის პროგრამა განკუთვნილი?

პროგრამა სპეციალურად არის შექმნილი მათთვის, ვინც ახალი სასტუმროს ან აპარტჰოტელის განვითარებას გეგმავს და ამ ეტაპზე იმყოფება გეგმარების, პროექტირებისა ან მშენებლობის საწყის ფაზაში. სწორედ ამ პერიოდს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოპერაციული სისტემების და ბიზნეს მოდელის სწორი დაგეგმვისთვის.

პროგრამა ასევე შესაძლოა საინტერესო იყოს მათთვისაც, ვინც უკვე აშენებულ, თუმცა ჯერ კიდევ გაუხსნელ ობიექტზე მუშაობს და სურს მისი პოზიციონირება კონკურენტულ ბაზარზე სწორად და ეფექტიანად დაიწყოს.

რებრენდინგის ან ძირეული სტრუქტურული ცვლილებების გზაზე მყოფი პროექტებიც შეიძლება განხილული იქნას ინდივიდუალურად, თუმცა პრიორიტეტი ენიჭება ჯერ გაუხსნელ სასტუმროებს, რომელთაც ოპერაციული სისტემები ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული და საჭიროებენ მაღალი დონის პროფესიულ ჩართულობას თავიდანვე.


რას იღებთ პროგრამის ფარგლებში?

შერჩეული პროექტებისთვის კომპანია უზრუნველყოფს მრავალმხრივ საკონსულტაციო მომსახურებას, მათ შორის:

• ოპტიმალური სივრცის დაგეგმვასა და არქიტექტურულ კონცეფციაზე მუშაობას
• საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ოპერაციული და ბიზნეს მოდელის შემუშავებას
• ფინანსური ანალიზის, ბრენდინგისა და პოზიციონირების სტრატეგიის ფორმირებას
• გაყიდვების არხებისა და ფასების პოლიტიკის განსაზღვრას
• გახსნის შემდგომ საოპერაციო პროცესების მხარდაჭერას

და სხვა მრავალი დამატებითი და საჭირო სერვისი, რომელსაც მიიღებთ თქვენი პროექტის წარმატებით განსავითარებლად.


რატომ ახლა?

პროგრამა შეზღუდულია მხოლოდ 20 პროექტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის იშვიათი შანსი მცირე და საშუალო მასშტაბის ინვესტორებისთვის, მიიღონ ის გამოცდილება და საერთაშორისო ხედვა, რაც მხოლოდ ადგილობრივ და კანადელ ექსპერტებთან თანამშრომლობისას არის ხელმისაწვდომი.


როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

პირველი ეტაპია აპლიკაციის შევსება, რის შემდეგაც მოხდება წარმოდგენილი პროექტების წინასწარი შეფასება კონცეფციისა და პოტენციალის მიხედვით. მეორე ეტაპზე კანდიდატებთან გაიმართება პირადი გასაუბრება, რომელიც მიზნად ისახავს მათი მოტივაციისა და განვითარების ხედვის შეფასებას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: www.hmg.ge
განაცხადის შევსება: https://tinyurl.com/35xmbvva

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები