სასტუმრო “ქვევრებს” მარანი შეემატა

sastumro qvevrebi

სასტუმრო “ქვევრების” დამფუძნებლის გიორგი როჩიკაშვილის განცხადებით, სასტუმროს მარანი შეემატა, სადაც ღვინის დეგუსტაციები, მასტერკლასები, ყურძნის დაწურვა და სხვადასხვა აქტივობა იმართება.

როგორც გიორგი როჩიკაშვილმა  “ბიზნესპარტნიორთან” განმარტააღნიშნული პროექტის ინვესტიცია დაახლოებით, 100 000 ლარია.

მისივე თქმით, სამომავლოდ, სასტუმრო გაფართოებასაც გეგმავს, თუმცა ეს მოთხოვნის ზრდასა და ფინანსებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება მიმდინარე ტენდენციებს – სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბაზარზე ტურისტული ნაკადების სიმცირე შეიმჩნევა.

სასტუმროს დატვირთულობა მოლოდინზე დაბალია. მაგალითად, ივლისი-აგვისტოს თვეში 55%-მდე დატვირთულობა გვქონდა. ზამთრის სეზონს რაც შეეხება – წინა წლის სეზონთან შედარებით, უკეთეს შედეგებს ველოდებით, თუმცა მაინც არ გვაქვს დადებითი მოლოდინები, რადგან ტურისტული ნაკადები მცირეა. ჩვენი მომხმარებლების 40% ადგილობრივი ტურისტები არიან, ხოლო 60% უცხოელები. განსაკუთრებით ვერც ერთ ქვეყანას გამოვყოფთ, თითქმის ყველა ქვეყნიდან გვყავს სტუმარი. 

სასტუმროს ერთ-ერთი მაღალი რეიტინგი და შეფასებები აქვს. ყველა აღნიშნავს, რომ განსხვავებული კონცეფციის გარდა სასტუმროს პოტენციალიც დიდი აქვს, თუმცა ყველაფერი მაინც ტურისტის რაოდენობაზეა დამოკიდებული“, – აცხადებს გიორგი როჩიკაშვილი. 

ცნობისთვის, სასტუმრო “ქვევრები” 2023 წელს შეიქმნა. ტერიტორია სამ ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს  20 ქვევრ-ნომერს, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია.  ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე და ღია აუზი.

პროექტი “აწარმოე საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები