სასტუმრო 50%-იანი დატვირთულობით მუშაობს – QUADRUM

QUADRUM

გუდაურში, სასტუმრო QUADRUM-ის დამფუძნებელმა ირაკლი ერისთავმა “ბიზნესპარტნიორთან” 2024 წელი შეაჯამა და ბოლო დროს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ეფექტზე ისაუბრა. 

მისი ინფორმაციით, მიმდინარე პროცესების ფონზე სასტუმრო 50%-იანი დატვირთულობით მუშაობს, ჯავშნები არ გაუქმებულა და იანვარში კომპანია  80%-იან დატვირთულობას ელოდება.

ირაკლი ერისთავის თქმით, მოთხოვნა წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და ანალოგიურია. 

ჩვენი დამსვენებლები არიან უცხოელები. კერძოდ, როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. ჯერჯერობით აქტიური სეზონი არ არის დაწყებული და იანვრის თვეში, ახალი წლის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან  გვაქვს ჯავშნები. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ გუდაურში წინა წელთან შედარებით რაიმე ცვლილებაა“, – აცხადებს ირაკლი ერისთავი.

სასტუმროს დამფუძნებლის განცხადებით, გუდაურში ისევ მოუგვარებელი რჩება ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის, ტროტუარები, ელექტროენერგიის მიწოდების ხარვეზები და ა.შ. 

ცნობისთვის, 11 ნომრიანი სასტუმრო – QUADRUM გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. მონოლითისგან დამზადებული მეორე კორპუსი კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი. ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით, 3-4 მილიონი ლარი დაჯდა.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები