საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ლისაბონში გაეცნენ 

Mice Tourism

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში, ლისაბონში საერთაშორისო ფორუმში  m&i Lisbon 2024 მიიღო მონაწილეობა. 

საქმიანი ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფორუმზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები იყვნენ წარდგენილები. 

ფორუმის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ 40-მდე შეხვედრა გამართა ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოქმედ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან და დამკვეთებთან. უცხოური კომპანიები გაეცნენ საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებას და შესაძლებლობებს, რასაც ქვეყანა საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს მასშტაბური ღონისძიებების, ფორუმების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩასატარებლად. 

m&i Lisbon 2024-ზე ევროპიდან 150-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები