საქართველოში ოპერირებას ავიაკომპანია Edelweiss Air იწყებს

Edelweiss Air

ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება.

Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი – თბილისი – ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 20 მარტს მიანიჭა.

Edelweiss Air-ი ორიენტირებულია დასვენებისა და მოგზაურობის მსურველებისთვის ტურისტული მიმართულებების შეთავაზებით.

ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელმისაწვდომს გახდის საქართველოსა და შვეიცარიას შორის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები