საქართველოსა და ჩინეთის საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შეთანხმება

mariam kvrivishvili

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის” ერთობლივი განვითარების შესახებ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (CAAC) მოადგილე ხან ძუნიმ.

„საავიაციო შეთანხმება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ასევე დამატებით ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print