საქართველოს ტურიზმის ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

gta

უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, რაც განსაკუთრებით მწვავედ ტურიზმის ინდუსტრიაზე აისახა.

შედეგად, უახლოესი პერიოდი ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის იქნება ურთულესი, როგორც ბიზნესის შენარჩუნების, ასვე შემდგომში მისი განვითარების კუთხით.

არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ასოციაციამ წევრ ორგანიზაციებში (256 წევრი) ჩაატარა მოკვლევა, რათა გამოევლინა მიმდინარე პროცესების ეფექტი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. წევრების უმრავლესობაში:

1. ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია მიმდინარე ჯავშნების გაუქმება/გადავადება 35%-იდან 100 %-მდე.

2. არსებული მდგომარეობის მიზეზით გაუქმდა სამომავლო ჯავშნების 10 %-იდან -35 %-მდე.

განსაკუთრებით თვალსაჩინო ბიზნეს (MICE) ტურიზმის მიმართულებით არსებული შეფერხებაა, რაც ნოემბერ-დეკემბერში სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა.

ქვეყნის პოლიტიკურ/ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, მნიშვნელოვანია გამოინახოს საჯარო სექტორის ხელთ არსებული ყველა საშუალება დიალოგის გაგრძელებისათვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და სტაბილურ გარემოს შექმნას.

ასოციაცია კიდევ ერთხელ გმობთ მოქალაქეების მიმართ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას. მტკიცედ გვჯერა, რომ მალე შევუერთდებით ევროპულ ოჯახს და ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და გაწევრიანება ჩვენი მომავალია!!

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები