საქართველო პარიზის ტურისტულ გამოფენაზე IFTM Top Resa

IFTM Top Resa

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa მონაწილეობს – ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მსოფლიოში ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე,  ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე კერძო სექტორის 10-მდე კომპანია.

IFTM Top Resa
IFTM Top Resa

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საფრანგეთის წამყვან ტუროპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან, შეხვედრების მთავარი მიზანია ფრანგულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა.

გამოფენაზე საქართველო სტენდს გაეცნო და შეხვედრებს დაესწრო საფრანგეთში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი.

საქართველოს სტენდზე  გამოფენის ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის: სამთო, საზღვაო, გამაჯანსაღებელ კურორტებს, სათავგადასავლო ტურიზმს, კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე ღვინისა და კულინარიულ ტურიზმს.

IFTM Top Resa
IFTM Top Resa

IFTM Top Resa მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ღონისძიებაა. გამოფენაში 100-ზე მეტი ქვეყნის 1 400-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, სტუმრების რაოდენობა კი 30 ათასს აღემატება“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები