“სამზეოს” ბრენდის სასტუმროს გახსნა აბასთუმანშიც იგეგმება

samzeo

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სასტუმრო “სამზეოს”  გახსნას აბასთუმანშიც გეგმავს.  როგორც პაპაშვილმა “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა,სასტუმრო 85 ნომრიანი იქნება. 

მისი ინფორმაციით, სასტუმროს გახსნა 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, ჯამური ინვესტიციის ოდენობა კი 15 მილიონი დოლარი იქნება. ბიზნესმენის ინფორმაციით, ამ დროისთვის ობიექტის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, “სამზეოს” ბრენდის სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს თუშეთში, სექტემბერში აღნიშნული ბრენდის  მეორე სასტუმრო ყვარელში გაიხსნება

ლაშა პაპაშვილი წლებია ყვარელში საკუთარ ვენახს ფლობს, რომელიც 45 ჰექტარზეა განთავსებული და როგორც ბიზნესმენი განმარტავს, საერთაშორისო, პრემიუმ კლასის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, რაც ჰექტარზე მოსავლიანობითა და სხვადასხვა პარამეტრებით განისაზღვრება, ღვინოსაც, სწორედ იქ მოწეული მოსავლით ამზადებს.

შპს “ყვარლის მარანის” ღვინოები  მხოლოდ საქართველოში იყიდება, ეს არის პრემიუმ საფასო სეგმენტის პროდუქტი. კომპანია 4 სახეობის ღვინოს აწარმოებს: საფერავს, რქაწითელს, ქისს და ხიხვს.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები