საქართველოში ბრენდ სასტუმროების დატვირთა გაიზარდა

brendirebuli sastumroebi

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის STR global-ის მონაცემებით, 2025 წლის 4 თვეში, საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 43.1% შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  5.7%-ია. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

2025 წლის იანვარ-აპრილში თვეში, თბილისში არსებული ბრენდირებული სასტუმროების 44.7% იყო დატვირთული, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით  3%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ  STR global-ის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში, საქართველოში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კუთხით, აპრილში დატვირთვის კოეფიციენტი 55 %-ს შეადგენს, რაც 9.3%-ით მეტია 2024 წლის აპრილთან შედარებით.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 60.4% შეადგინა,  2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდა 10.8%-ია.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები